ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღავრმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ პანდემიისადმი სასულიერო პირების დამოკიდებულება დაგმო და თქვა, რომ სამღვდელოებამ მრევლს ბოდიში უნდა მოუხადოს.
"ხალხი მოვწამლეთ იმით, რომ კორონა არ არსებობს, პანდემია სისულელეა... მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიას, მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს ამით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ 1 ღერი თმა არ დავარდება ღვთის განგებით ჩვენი თავიდან და როგორ უნდა ვძრწოდეთ, ვშიშობდეთ, აბა, მასონებს რა გეგმა აქვთ, აცრებით დაგვღუპავენო. ეს ეკადრება ქრისტიანს და, მით უფრო, სასულიერო პირს?! ჩვენ არა მარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ იმითაც, რომ მათ ვუთხარით, ყველაზე მაგრები ვართ, არაფერი გვემუქრებაო. უნდა გამოვიდეთ, შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ", - ამბობს დეკანოზი თეოდორე.
აქ შეგიძლიათ ნახოთ სამღვდელოება, რომელსაც კორონავირუსის არ სჯეროდა და პანდემიას ახლაც ეჭვის თვალით უყურებს.