ხელყუმბარის აფეთქების მუქარით ბრალდებული გიორგი მერაბიშვილი ბრალს არ აღიარებს

გამოქვეყნდა:

გიორგი მერაბიშვილს, რომელიც  გლდანში, ოჯახური კონფლიქტის გამო, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. თავის მხრივ ადვოკატი ამბიბს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელყუმბარა არ ჰქონია და ჩხრეკის დროს პოლიციასაც არაფერი ამოუღია.

"საქმე აღძრულია იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ასევე, მუქარისთვის. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ბრალდების მხარე ვერ წაუყენებს ამ ბრალს იმიტომ, რომ არ იყო კანონსაწინააღმდეგო ნივთი აღმოჩენილი, როცა მოხდა მისი დაკავება. დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად არ ჰქონდა ხელყუმბარა გიორგი მერაბიშვილს. მას ედავებიან იარაღის გასროლას, ოღონდ ეს იარაღი იყო სპორტული იარაღი, რომელიც არ წარმოადგენს საბრძოლო მასალას", - ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.

ბრალის წარდგენამდე, გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება, ამის შემდეგ კი, მერებაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. 

შეგახსენებთ, თბილისში, ბერთუბანში, მამაკაცი გახსნილი ხელყუმბარით საკუთარ სახლში თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მუქარას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი