გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაწვა და მერიას ცერცვი შეაყარა.
გოგი წულაია ამბობს, რომ ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი არა ხალხის, არამედ საჯარო მოხელებიის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული.
"ეს გამოიწვევს ათი ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას, ვითომ არ გვყოფნიდეს მოლები რომ გაჩერდა, ბაზრობები გაჩერდა და ამდენი უმუშევარი გვყავს, როგორც შარშან ისე წელსაც, ბიუჯეტი არ არის ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული, არამედ იმაზეა მოწყობილი, თუ როგორ შეინახონ ეს ხროვა, რომელიც მიმდგარია ბიუჯეტს და სისხლს გვწოვს, ამიტომაც დავწვი ბიუჯეტი და შევაყარე კედელს ცერცვი" , – ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ქუთაისის კომიტეტის თავმჯდომარე გოგი წულაია.
ქუთაისში ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ქალაქში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, რასაც ბიუჯეტი არ ითვალისწინებს.
ქუთაისის მოსახლეობაც ამბობს, რომ მერიას მათი ბედი არ აღელვებს და გაჭირვებულებს არ ეხმარება. "მერია დაგეხმარება კი არა, სული რომ ამოგაძროს იგი უნდა" – ამბობენ ქუთაისელები.
ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მიმდინარე კვირაში დაამტკიცებენ.