პოლიტპატიმრების მხარდასაჭერი მსვლელობა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დასრულდა.
აქტივისტები ავტოკოლონებით სხვადასხვა უწყებასთან მივიდნენ, რათა მთავრობისთვის 8 მარტის შეთანხმება კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ.
"ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მუდმივად გავაგრძელებთ აქციებს - მათ გათავისუფლებამდე", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.
შეგასხენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები პოლტიპატიმრების - მათ შორის, "მთავარი არხის" ერთერთი დამფუძნებლისა და კარტოგრაფების - მხარდასაჭერად დღეს ვერის ბაღიდან გავიდნენ.