ყველა წმინდანის სახელით გედევან ფოფხაძე ყოფილ თანაგუნდელს ირაკლი ბერაიას დღეს პარლამენტის სხდომაზე აგინებდა. თვალის ერთ დახამხამებაში პლენარული სესია სპორტულ დარბაზს დაემსგავსა. სად? ვინ? ვის? და რატომ ეჩხუბებოდა რთული გასარჩევი იყო. გინების სეზონი დღევანდელ სხდომაზე გედევან ფოფხაძემ გახსნა, საპატრიარქოს სკანდალური საქმეების გარჩევით გაღიზიანებული ფოფხაძე ყოფილ თანაგუნდელებს ფიზიკური განადგურებით დაემუქრა.
ამ რეპლიკას ქართული ოცნების ოცნების მყისიერი რეაქცია მოჰყვა, მარჯვენა და მარცხენა ფლანგიდან დეპუტატების ერთმანეთს მუშტებს უქნევდნენ და ერთმანეთს აგინებდნენ. ქუჩური ლექსიკა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე საათის განმვალობაში ისმოდა. დაბნეული მანდატურები და სხდომა დარბაზის ვიწრო მწკრივებში დიდი სისწრაფით მოძრაობდნენ რომ ყველას გაშველება მოესწროთ
გედევან ფოფხაძის გასვლით ყველას ეგონა, რომ ვითარება განიმუხტა თუმცა შეცდნენ, ფოფხაძე ირაკლი ბერაიას საცემრად პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლას მეორედაც შეეცადა .
ამ ხელჩართული ჩხუბის შოკიდან დეპუტატებმა გამოსვლა, რომ დაიწყეს, საქმეში ირმა ინაშვილის ფრაქცია ჩაერთო. დღეს ფრონტის წინა ხაზზე პატრიოტებიდან გიორგი ლომია იდგა, მალევე ჩხუბში მხარი ირმა ინაშვილმა აუბა და პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის მართვაზე კონტროლი დაკარგა
გედევან ფოფხაძის ეპიზოდით სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დეპუტატებს შორის არ დასრულებულა. ჩხუბის მეორე სერია უმრავლესობიდან დემარშით წასულ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და ოცნების წევრ კობა ლურსმანაშვილს შორის იყო.
საქმე იქამდე მივიდა რომ არჩილ თალაკვაძეს სხდომის შეწყვეტა მოუწია. დაპირისპირებულმა დეპუტატებმა კი სხდომათა დარბაზის გარეთ ე.წ. დეპუტატის ოთახში გადაინაცვლეს და საქმის გარჩევა დახურულ კარს მიღმა განაგრძეს.
ყველაფერი კი დღეს დილით პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით დაიწყო. მან მონასტრის არევაში ოპოზიცია დაადანაშაულა და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობაც ოპონენტებს დააკისრა.
ქართულ ოცნება დღევანდელ სხდომაზე წინასწარ შეთანხმებული მესიჯებით შეირაღებული მივიდა, დეპუტატმა საპატრიარქოს წინააღდეგ ბრძოლაში ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა, ერთი და იგივე გზავნილს ყველა სხვადსხვა სიტყვებით იმეორებდა ამის გამო სალომე სამადაშვილმა ივანიშვილის გოშიები უწოდა.
სამადაშვილის მწვავე გამოსვლას ქართლი ოცნება ხელების ბრახუნით შეხვდა, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი გზავნილი ფრაზაზე ივანიშვილის გოშიები.
ოპოზიციამ ხელისუფლებას ურჩია მეუფე იაკობის სკანდალურ ბრალდებებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნას. ნაციონალური მოძრაობა ბოდბელი ეპისკოპოსის სკანდალური მხილების შემდეგ რომ ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები საპატრიარქო ტახტის გადატრიალებას გეგმავდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვა.