პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა ივანიშვილის გუნდის მიერ შემუშავებული რეპრესიული კანონპროექტები.
პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროეტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, მხოლოდ ის პარტია მიიღებს, რომელის პარლამენტის მადნატებს მიიღებს.
ცვლილებებში ასევე შედის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონპროექტიც - ის პარტიები, რომლებსაც დაფინასნება შეუწყდებათ, ვერც უფასო საეთერო დროს მიიღებენ.
"ოცნებაში" არ მალავენ, რომ ოპოზიციისთვის ეს არის სადამსჯელო ღონისძიება და ოპოზიციას საბოტაჟში ადანაშაულებენ.
"თუკი საბოტაჟს ახორციელებ ამ ხალხის ნების და პარლამენტის წინააღმდეგ, როგორც კონსიტუციური ინსტიტუტის წინააღდეგ, ამ შემთხვევაში საბიუჯეტო დაფინანსების მიზნობრიობა აზრს კარგავს", -ამბობს ანრი ოხანაშვილი.
როდესაც არის დესტრუქციის ესეთი ხარისხი, როდესაც არის მიუღებლობა ყოველგვარი კონსენსუსის და მიღწევის და გადაყვანის ამის კონსტრუქციულ გარემოში, ამ დროს რა არის რეპრესია? მომეცი ფული და მე წამოვწვე მხარ-თეძოზე და ფული მომეცი, და თუ ფულს არ მაძლევ რეპრესიაა? - ამბობს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი
რაც შეეხება ოპოზიციის პასუხს, ლიდერები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სურს ასეთი რეპრესიებით ოპოზიცია პარლამენტში შეიტყუოს.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც: