"ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ტერორისტულ აქტებზეც წავა - ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ერთერთ მთავარი სპიკერი გია ვოლსკი ამბობს რომ პოზიცია ტერორისტულ აქტებზეც არის წამსვლელი.

ვოლსკი გადაყენებული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ გავრილოვი, "ენმ" და "ევროპული საქართველო" ერთად მოქმედებდნენ 

მე საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს - „ნაცმოძრაობა“, "ევროპული საქართველო", გავრილოვი - ვინაიდან, დღეს სიტუაციას თუ გავაანალიზებთ, თუნდაც, გაბუნიაზე თავდასხმის ორგანიზებაზე ის ეჭვები, რაც საერთაშორისო ჟურნალისტებმა გამოთქვეს, არაფერს გამოვრიცხავ. მე ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ძალები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის, ტერორისტულ აქტებზე" ამბობს ვოლსკი

შეგახსენებთ, კობახიძე ამბობს, რომ გავრილოვის ღამე ოპოზიციის და რუსეთის სინქრონული მოქმედების შედეგია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი