
მინისტრობის კანდიდატები "არც ადასტურებენ და არს უარყოფენ გავრცელებლ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იუსტიციის მინისტრად შესაძლოა მამუკა მდინარაძე დაინიშნოს.
კომენტარები მაია ცქიტიშვილმა, ივანე მაჭავარიანმა და ლევან დავითაშვილმა გააკეთეს, რომლებიც ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო მოსმენებზე იმყოფებოდნენ.
რამდენიმე თვის განმავლობაში ბატონი გოჩა შეასრულებს ამ მოვალეობას და შესაბამისად ნაადრევია რომელიმე კანდიდატურაზე საუბარი, შესაბამისად ვერც დაგიდასტურებთ, ვერც უარვყოფ - ამბობს მაია ცქიტიშვილი
თავადა მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ ჯერჯერობით ასეთი შემოთავაზება არ მიუღია, თუმცა არ მალავს, რომ მინისტრობის სურვილი აქვს:
ჩემი კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე არ განიხილება, ეს არის "მთავარის" მიერ მოგონილი ინფორმაცია. არ გამოვრიცხავ არაფერს ცხოვრებაში, თუმცა, არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა", - ამბობს მდინარაძე.
შეგახსენებთ მამუკა მდინარაძის გამინისტრების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ თეა წულუკიანის შემცვლელად, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დასახელებული გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.