
ერთპარტიულ პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" უკვე დაარეგისტრირა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვერ მიიღებს პარტია, რომელიც პარლამენტში არ შევა.
ოპოზიციის მოსაზრებას, რომ ეს ყველაფერი რეპრესიებია, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი არ ეთანხმება:
როდესაც არის დესტრუქციის ესეთი ხარისხი, როდესაც არის მიუღებლობა ყოველგვარი კონსენსუსის და მიღწევის და გადაყვანის ამის კონსტრუქციულ გარემოში, ამ დროს რა არის რეპრესია? მომეცი ფული და მე წამოვწვე მხარ-თეძოზე და თუ ფულს არ მაძლევ რეპრესიაა? - ამბობს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა ახალ კანონპროექტზე და თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები შეეხება პარტიებს, რომლებიც: