ენმ ახალ თავმჯდომარეს ირჩევს - ნიკა მელია vs ლევან ვარშალომიძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატს ირჩევს - მხარდამჭერებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს - ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეს შორის მოუწევს.

ყველა მსურველს შეუძლია "ნაციონალური მოძრაობის" მუშაობაში ცვლილებები შეიტანოს და ელექტრონული მეთოდით მისთვის სასურველ კანდიდატს ხმა მისცეს. 

პარტიის თავმჯდომარის ელექტრონული ფორმით არჩევა ყველა იმ ბარიერს გააქრობს, რომელიც აქამდე "ნაციონალურ მოძრაობასა" და საზოგადოებას შორის არსებობდა - ამაში დარწმუნებულია ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია.

როგორც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი მთავარი ოპოზიციური ძალის პოლიტიკური ორბიტიდან გაქრობაა, ამას ის ვერ მოახერხებს.

გლდანის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მმართველი გუნდის კანდიდატი აშკარა სხვაობით დაამარცხა, ამბობს, რომ პარტიის კარი ყველასთვის ღიაა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თვლის, რომ „თავისუფლების კვარტალი“, რომელიც აჭარაშია, უნდა გაფართოვდეს, რაც ხელისუფლების ცვლილებით უნდა დასრულდეს.

დღის ორი საათის შემდეგ კენჭისრაში მოანწილეობა 5 ათასზე მეტმა მხარდამჭერმა მიიღო. ამ დორისთვის ნიკა მელიას უკვე 3500, ლევან ვარშალომძეს კი, 1500 ხმა აქვს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემა 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროცესის გამჭვირვალობიდან გამომდინარე, ახალი თავმჯდომარის ვინაობა ზუსტად საღამოს 9 საათზე გახდება ცნობილი, დეკემბრის ბოლომდე კი მას პარტია ყრილობაზე ოფიციალურად დაამტკიცებს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი