ხელისუფლება მსჯელობს, როგორ გახსნას მოლები ისე, რომ ზუსტად იმდენი ადამიანი დაინფიცირდეს, რამდენის მართვასაც ჯანდაცვის სისტემა შეძლებს. 24 დეკემბრამდე ორი დღით ადრე ბიზნესმა ჯერ კიდევ არ იცის, რა ბედი ელის.

ხელისუფლება კი ისევ თითს იქნევს - არავინ იფიქროს, რომ სავაჭრო ცენტრებში მათი გახსნის მიუხედავად ვინმე ნამდვილ საახალწლო ვაჭრობას გამართავს. 

ბიზნესს კი უკვე კარგა ხნის მოფიქრებული და გავლილი აქვს, როგორ დაიცვან რეგულაციები ისე, რომ არც თვითონ, არც დასაქმებულები ახალ წელს დახურული არ შეხვდნენ. 

გეგმით ხელისუფლებას უკვე მიმართეს, თუმცა მმართველი გუნდი მათ სქემას ჯერ ისევ განიხილავს, იმის მიუხედავად, რომ 24-ში სავაჭრო ცენტრები რამდენიმე დღით ან უნდა გაიხსნას ან არა. 

ეკონომისტების თქმით, მმართველი გუნდი ვერ აცნობიერებს, რომ დახურული მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები კიდევ უფრო დამძიმებულ სოციალურ მდგომარეობას ნიშნავს, რადგან ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ისედაც დაბალანაზღაურებადები არიან. 

ხელისუფლებამ მართლაც ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს - ერთი მხრივ უნდა დააკმაყოფილოს ბიზნესის მინიმალური მოთხოვნები და მეორეს მხრივ, ინფიცირებულთა რიცხვი არ უნდა გაიზარდო. 

თუ გავითვალისწინებთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციებს, ისევ მკაცრი შეზღუდვები უნდა დარჩეს.

თუმცა ბიზნესს ერთი პასუხი აქვს, თუ ხელისუფლებამ ქვეყანაში შავი პარასკევი დაუშვა და ახლა მთავარ ნაძვის ხესთან მოქალაქეების შეკრებასაც უშვებს, მათ მიერ წარმოდგენილი გეგმის უგულებელყოფა, ბიზნესისა და ამ სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანის გაწირვა იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი