ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის საქმე-2011 წლიდან ძებნილი ირაკლი აგლაძე დაკავებულია

გამოქვეყნდა:

2011 წელს მომხდარ მკვლელობისთვის ძებნილი ირაკლი აგლაძე დაკავებულია.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მსჯავრდებული რომელსაც დაუსწრებლად მიესაჯა 30 წლიანი პატიმრობა, ქვეყნის საზღვარზე აიყვანეს. 

აგლაძე იმ დაჯგუფების ერთერთი წევრია, რომელიც 2011 წელს სასტიკად გაუსწორდა და რუსთაველის გამზირზე ჩაცხრილა ზურაბ ტარყაშვილი. 

დაკავებულის ოჯახის წევრებს კომენტარის გაკეთება არ სურთ. მოკლულის ახლობლები კი კიდევ ერთხელ იხსენებენ მკვლელობის დღეს და  ამბობენ, რომ სამართლიანი გამოძიების იმედი, ძებნილის დაკავების მიუხედავად არ აქვთ.

ძებნილის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი