სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციაზე სიტყვითგამოსვლისას მთაინი ყარაბაღის კონფლიქტს კიდევ ერთხელ გამოემხურა და თქვა, რომ ეს იყოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა მიმდინარე წელს.

ზურაბიშვილი წუხს, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მგვარებაში ჩართული იყო  "ყველა ჩვენს გარდა":

“კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე - ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე.  ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა.  სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში .... და არის!. სწორედ ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი”, - ამბობს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით ახალი ეტაპი იწყება და დროა, სიტყვებს საქმეც მოჰყვეს

“ახალი ეტაპი იწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით და ამავე დროს საქართველომ უნდა დაიმკვიდროს თავისი კუთვნილი და უნიკალური ადგილი ასოცირების ფარგლებში, ჩვენივე მოწოდებებით და მოთხოვნებით. ნატოს თავისთავად ახალი არეალი ეხსნება, სადაც საქართველოს ბუნებრივად უჭირავს აქაც უნიკალური ადგილი - შავი ზღვა", - მიმართა ელჩებს ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი საქარველოში ჩატარებულ არჩევნებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარების მიუხედავად, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი პოლარიზებულია. 

ზურაბიშვილი ამბობს, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია ის საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კოდექსი, რომელიც ქვეყანამ 2020 წელს მიიღო. 

"სამწუხაროდ, შარშანდელივით პოლარიზაცია წელსაც ვერ გადავლახეთ. ამ წლის დასაწყისში ქვეყანა პრაქტიკულად ჩიხში შევიდა. ამ ჩიხიდან გამოსვლისთვის და ვითარების განმუხტვისთვის, მივიღე  ჩემთვის პირადად, უმძიმესი  გადაწყვეტილება" - ამბობს პრეზიდენტი და სავარაუდოდ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გულისხმობს.

“საკმაოდ რთული წელი გველოდება, მაგრამ როგორც ყოველთვის, დიდი ცვლილებების ჟამს, დიდ გამოწვევებთან ერთად, ჩნდება დიდი შესაძლებლობები, ახალი პერსპექტივები, მოულოდნელი შანსები, მათთვის, ვისაც უნარი გააჩნია დაინახოს და  მოერგოს ახალ რეალობას”, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს.

სალომე ზურაბიშვილის მიმართვას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი