ხელყუმბარის აფეთქების მუქარით ბრალდებული მერაბაშვილის აღმკვეთზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

გიორგი მერაბიშვილს, რომელიც ოჯახური კონფლიქტის გამო ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, ბრალი წარედგინა. გამოძიება ახლა მას მხოლოდ მუქარას ედავება. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელყუმბარა არ ჰქონდა და შესაბამისად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება მოეხსნა.

მერაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარებაზე სასამართლო დღეს, 22 დეკემბერს იმსჯელებს. უფლებადამცველის ინფორმაციით, პროკურატურა გიორგი მერაბიშვილისთვის პატიმრობას მოითხოვს.

"სასამართლო პრევენციის თვალსაზრისით, პატიმრობას შეუფარდებს გიორგი მერაბიშვილს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის გარემოება, რომ გიორგი მერაბიშვილის მიმართ ვერ დადასტურდა იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება, მერაბაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს", - ამბობს ადვოკატი, თამარ აბესაძე.

შეგახსენებთ, თბილისში, ბერთუბანში, კაცი გახსნილი ხელყუმბარით საკუთარ სახლში თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი