მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენისას "ოცნების" დეპუტატმა, ირმა ზავრადაშვილმა, განათლების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს, პრეტენზიით მიმართა, თუ რატომ არ იცის საზოგადოებამ მისი საქმეების შესახებ, მაშინ, როცა ამდენ რამეს აკეთებს.
"ბატონო მიხეილ, იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზეც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა? იქნებ რამე კულტურა დავნერგოთ - ყოველი თვის ბოლოს იქნება, თუ კვარტლის ბოლოს - მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო", - თქვა ზავრადაშვილმა.
შეგახენებთ რომ ერთპარტიულ პარლამენტში მეორე დღეა, მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ.