სასამართლომ 5 დეკემბერს დაკავებული აქტივისტების აღმკვეთ ღონისძიებაზე გადაწყვეტილება მიიღო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტთან, 5 დეკემბერს დაკავებული აქტივისტების აღკვეთზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო - რუსუდან მჭედლიძეს 1000-ლარიანი ჯარიმა, ნიკა ნარსიას და გიორგი კაპანაძეს კი სიტყვიერი გაფრთხილება. გივი ცინცაძე მოსამართლემ უდანაშაულოდ სცნო.

ეს იყო რბილი ეკლის პოზიცია - ასე შეაფასა უფლებადამცველმა სასამართლოს გადაწყვეტილება.

"სიტყვიერი გაფრთხილება მომცეს იმის გამო, რომ ჩემი მეგობარი ჩამოვიყვანე პარლამენტის ფანჯრიდან, სამი თუ ოთხი სხდომა ჩაატარეს, რაც საერთოდ არ იყო საჭირო. ჩვენ არ ვაღიარებთ მურუსიძის სასამართლოს, არც კი მივსულვართ, რაც არ უნდა მოგვისაჯონ მზად ვართ. ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს არ ვენდობით", - ამბობს აქტივისტი, ნიკა ნარსია. 

აქტივისტები პარლამენტთან გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ. ისინი იმ დროს დააკავეს, როცა პარლამენტთან აღმართულ რკინის ჯებირზე საბჭოთა სიმბოლიკის დახატვას ცდილობდნენ.

"გიორგი კაპანაძის ნაწილში ვფიქრობ, რომ საერთოდ არ იკვეთებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თუმცა მაინც ვერ გაამართლა. ცინცაძის უდანაშაულოდ ცნობა, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება რუსუდანის მიმართებაში, ამას გავასაჩივრებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ სამართალდარღვევა არაა", - ამბობს ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე. 

დაკავებულებს ბარლი ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსით ჰქონდათ წარდგენილი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი