"ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა, მიხეილ ჩხენკელს - მინისტრთა კაბინეტის მოსმენისას - ინიციატივა შესთავაზა საქართველოს დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოყალიბებაზე.
"რა თქმა უნდა, პანდემია არის გამოწვევა, მაგრამ ჩვენ განათლებაში დაგროვილი გამოცდილებით, მეთოდოლოგიით, იმ სასწავლო რესურსების დიჯიტალიზაციით, რაც ამ სფეროში დაგვიგროვდა, ხომ არ გვეფიქრა და დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო? ეს, რა თქმა უნდა, ეხება იმ პროგრამებს, სადაც ამის შესაძლებლობა არის", - თქვა ამილახვარმა.
შეგახენებთ რომ ერთპარტიულ პარლამენტში მეორე დღეა, მინისტრთა კაბინეტის წევრებს უსმენენ.