ივანიშვილმა პოლიტიკურ არენაზე ცოლი გამოიყვანა - ეკა ხვედელიძე პოლიტიკაში მრავალმილიონიანი პროექტით შემოდის

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიაში მეუღლე ჩართო. ქართულ პოლიტიკაში ეკა ხვედელიძე მრავალმილიონიანი პროექტით შემოდის. ხვედელიძის პიარი ქველმოქმედი ქალის იმიჯით იწყება.

ფილმში, რომელიც ივანიშვილის გუნდის დაკვეთით მოამზადეს ქართული ოცნების ლიდერის მეუღლე ყვება, რომ მილიარდიან უნივერსიტეტს 2021 წელს ანუ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისი ოჯახი ხალხს აჩუქებს. 

მთელი ქართული ოცნება დღეს მათი ლიდერის საქველმოქმედო პროექტების დაცვით იყო დაკავებული. დეპუტატების ნაწილი პარლამენტის სხდომაზე იმის ახსნას ცდილობდა რა გრანდიოზული პროექტია წყალტუბო აბასთუმანი და ქუთაისის უნივერსიტეტი, ნაწილი კი ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკისთვის ოპოზიციას ლანძღავდა.

"ოცნებიდან" წასული დეპუტატების თქმით 2020-ის სიაში მოსახვედრად ნამდვილი ბრძოლა დაიწყო და ახლა ყველა ცდილობს ივანიშვილს თავის ერთგულება დაუმტკიცოს.

ოპოზიციაში კი დარწმუნებული არიან, რომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, "ოცნების" დეპუტატები საპარლამენტო სიაში მოსახვედრად უფრო რადიკალურ ნაბიჯებზე წავლენ.

ანალიტიკოსები კი დარწმუნებულები არიან, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შესანარჩუნებლად ადგილობრივი და უცხოელი იდეოლოგები ბევრ არასტანდარტულ და არაორდინარულ წინადადებას შესთავაზებენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი