ჩვენ გვინდა შევურიგდეთ ჩვენს მეზობრლებს, გავაერთიანოთ საქართველო - დავით კაჭარავა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით კაჭარავამ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე მისული მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს თქვა, რომ "ჩვენ გვინდა, რომ შევურიგდეთ ჩვენს მეზობლებს და გავაერთიანოთ და გავამთლიანოთ საქართველო". მისი განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან სოფლებში სპორტული გუნდების შექმნა და მსგავსი აქტიოვებები ქვეყანას გაძლიერებაში დაეხმარება.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ძალიან ფეთქებადი რეგიონია კავკასია, მოგეხსენებათ, ადრე არსებობდა ასეთი პროექტი - გამყოფ ხაზთან სოფლებში იქმნებოდა გუნდები, სპორტული აქტივობები ტარდებოდა, რის გარშემოც, პატარ-პატარა სოფლებიდან, უამრავი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. [...] მე ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები დიდად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებაში. მითუმეტეს, იმ სოფლებში და რეგიონებში, სადაც პრობლემაა და ჩვენ გვინდა, რომ შევურიგდეთ ჩვენს მეზობლებს და გავაერთიანოთ და გავამთლიანოთ საქართველო", - თქვა დავით კაჭარავამ. 

მან მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, იგეგმება თუ არა ასეთი პროექტების მხარდაჭერა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი