ბაზრობების მეწილეების თქმით, შეზღუდვები, რომლებიც 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში არ შემსუბუქდება ღია ბაზრობებისთვის, დაბალ და საშუალოშემოსავლიან მოსახლეობას დააზარალებს.
"თუ 15 იანვრიდან არ გახსნიან ყველაფერს, ხალხი ამდენ გაჭირვებას ვერ გადაიტანს. ვალები აქვთ აღებული, უამრავი პრობლემა აქვთ. არსებობს მაღალი ფენა და დაბალი ფენა, ეს [შეზღუდვები] პირდაპირ ურტყამს დაბალ ფენას", - ამბობს ელიავას ბაზრობის ერთერთი მეწილე, თეა ანდრიაძე.
შენარჩუნებულ შეზღუდვებზე მოსახლეობაც საუბრობს და ბიზნესის მსგავსად, ისინიც მეტად გაღარიბების მოლოდინში არიან.
"ის საქონელი, რომელიც ზამთარში უნდა გაყიდულიყო, უკვე ჩვენს ბალანსზე დევს და სად უნდა წავიღოთ არ ვიცით", - ამბობს ერთერთი ბაზრობის წარმომადგენელი.
რა იხსნება და რა არ იხსნება 24 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით - სრულად