დღეს ხმაური იყო საკანონმდებლო ორგანოს გარეთ. ქაშუეთის ეკლსიასთან მმართველი პარტიის ლიდერს, გია ვოლსკის, აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ.
შეძახილმა “მონა”, გია ვოლსკი, რომელიც ქაშუეთის ეკლესიაში შედიოდა, გააღიზიანა და აქტივისტებს დაუპირისპირდა – "რაო, რაო, მერე რა თქვი, არა გრცხვენია ან ზრდილობა არა გაქვს?" – ასე მიმართა გია ვოლსკიმ ახალგაზრდას, რომელიც მას "მონას" ეძახდა.
დაპირისპირებისას, ადგილზე მობილიზებულმა სამართლდამცავებმა ოპოზიციის აქტივისტი, ნიკა ნარსია დააკვეს. ნარსიას მეგობრებმა არ იციან, სად გადაიყვანეს აქტივისტი. მათი თქმით, მისი დაკავება პოლიტიკურია, რადგან მას ვოლსკისთან სიტყვიერი დაპირისპირება არ ჰქონია და უბრალოდ სკამიდან ადგა.
სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქაშუეთში ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა.
"გავიგეთ, რომ ბიძინა იყო მობრძანებული თავისი ამალით და ბიჭებს გაუჩნდათ პროტესტი, ბიძინა უკვე წაბრძანებული იყო მაგრამ დაინახეს პარლამენტის ე.წ. დეპუტატები, გამოჩნდა ბატონი ვოლსკი და საპატრულო პოლიციამ დააკავა ნიკა ნარსია" , – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ წერედიანი.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქტივისტები გზის მეორე მხარეს გადაიყვანეს, რომ დეპუტატებს დისკომფორტი არ შექმნოდათ.