
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ისევ თორნიკე რიჟვაძეა წარდგენილი.
მისი კანდიდატურა პრეზიდენტს უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ წარუდგინა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს შეხვდა, სადაც მთავარი თემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა იყო.
„საქართველოს პრეზიდენტი აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში, წარუდგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არჩევნების შემდეგ პირველად 15 დეკემბერს შეიკრიბა. პირველი სხდომა საქართველოს პარლამენტის მსგავსად, ერთპარტიული იყო, თუმცა გადაწყვეტილება მალევე შეცვალა ოპოზიცონერმა წევრმა "რესპუბლიკური პარტიიდან", ირაკლი ჩავლეიშვილმა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. ჩავლეიშვილმა პარტია დატოვა.