2021 წელს ჩვენ შევიძენთ საბრძოლო დრონებს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

თავდაცვის სამინისტრო 2021 წელს ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“ შეიძენს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე თქვა, სადაც "ქართული ოცნება" მინისტრობის კანდიდატებს უსმენს. ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი წლის გეგმებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა:

„2021 წელს ჩვენ შევიძენთ ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო დრონებს. სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფებს აღვჭურვავთ თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით, განვავითარებთ რადიოელექტრონულ და სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებებს - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, მომავალ წელს დაგეგმილია თანამედროვე გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი