მერაბიშვილის დროს 1 წელში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს 135 შემთხვევა და ეს ხალხი გვეუბნება, რომ დაიქცა ქვეყანა-გომელაური

გამოქვეყნდა:

შს მინისტრობის კანდიდატი ისევ ამტკიცებს, რო ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა და ამის მაგალითად ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის პერიოდი მოჰყავს:

2006 წელს დაიწყო სტატისტიკის წარმოება, ბატონი ვანო მერაბიშვილის დროს, როცა მინისტრი ბრძანდებოდა. იმ წელს, ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა და დღეს გაქვს 135 შემთხვევა, შარშან იყო 152 შემთხვევა. იგივე, 2007 წელს იყო 1208, 1008, 700. ეს ჩვენი შევსებული არ არის. ეს არის მათივე შევსებული და დღეს ეს ხალხი ჩვენ გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90 -იანი წლები, დაიქცა ქვეყანა მაშინ, როცა ჩვენს დროს მაჩვენებელი ძალიან დაწეულია - ამბობს ვახტანგ გომელაური

მინისტრებს დამტკიცებამდე ერთპარტიული პარლამენტი კომიტეტების სხდომებზე უსმენს. დღეს ძალობანი უწყების კანდიდატებს უსმენენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი