ამ წუთებში ერთპარტიულ პარლამენტში "ქართული ოცნება" გიორგი გახარიას უსმენს

გამოქვეყნდა:

ერთპარტიულ პარლამენტში "ქართული ოცნება" მინისტრთა კაბინეტს ოფიციალურად ამ ორ დღეში გაიფორმებს. ამ წუთებში, თანაგუნდელი დეპუტატების წინაშე პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარიას მოსმენა მიმდინარეობს, ის მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობასთან ერთად  სამთავრობო პროგრამას სახელწოდებით - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" წარადგენს.

მინისტრობის კანდიდატები და გიორგი გახარია პარლამენტში აქციისა და შეძახილების ფონზე შევიდნენ. 

"მმართველი გუნდის პოზიცია ასეთია, რასაც მეც ვიზიარებ, რომ იმ ამომრჩევლებმა, რომლებმაც ოპოზიციას მისცეს ხმა, არ მიუციათ ეს ხმა ერთჯერადი პოზიციის დასაფიქსირებალად, არამედ იმისთვის, რომ ამ ოპოზიციურიმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის კანონშემოქმედებით ცხოვრებაში, ეს არა ერთჯერადი, არამედ ოთხწლიანი მანდატია. ვინც უარის იტყვის ამ საქმიანობაზე, გარკვეული ლოგიკა არსებობს, რომ პარტიული საქმიანობის საპარლამენტო დაფინანსება მათ მიმართ შეზღუდული იყოს", - თქვა "ქართული ოცნების" წევრმა, დავით სერგეენკომ. 

დეპუტატი, ირაკლი ზარქუა კი აცხადებს, რომ არჩევნები არ გაყლაბებულა და გამორიცხულია, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

"ქართული ოცნების" ფრაქციის ფორმატში მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა უკვე დაწყებულია. ხვალ ერთპარტიულმა პარლამენტმა გიორგი გახარიას მიერ დაკომპლექტებულ მინისტრობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი