ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება - გიორგი გახარია ერთპარტიულ პარლამენტს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ერთპარტიულ პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნება" პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენს. ის მინისტრთა კაბინეტის სრულ შემადგენლობასთან ერთად  სამთავრობო პროგრამას სახელწოდებით - "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" წარადგენს.

"რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, რაც, რა თქმა უნდა, აორმაგებს ჩვენს პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით, როგორც მთავრობის ასევე პარლამენტის. პარლამენტის, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ჯანსაღი ოპოზიცია არ ჰყავს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკამოდ რთული იქნება იმ გამოწვევების გათვალისიწინებით, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, როგორც გლობალური პანდემიის თალსაზირისით ასევე ეკონომიკური კრიზისისა და პოლიტიკური პროცესის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს", - თქვა გიორგი გახარიამ. 

გახარიას თქმით, არჩევნებში მონაწილეობით თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა პოლიტიკოსებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი