
პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარიაც მივიდა. "ოცნებას" შენობაში შევლამდე სამოქალაქო აქტივისტების მიერ გაკეთებული სირცხვილის კორიდორის გავლა მოუწია.
"ჩვენი მოთხოვნაა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ისეთ ქვეყნებს გავუთანაბრდით, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და მსგავსი დიქტატურული რეჟიმის მქონე სახელმწიფოები. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, იარსებებს კერები, რომლებიც ყოველთვის დისკომფორტს შეუქმნის ქართულ ოცნებას და ტურებივით შეიპარებიან პარლამენტში", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე.
ცნობისთვის, პარლამენტთან ამ დრომდე არიან მობილიზებულები სამართალდამცველები.
ავტორი: დეა მამისეიშვილი