საქართველოში ორსულის COVID 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ბოლნისიდან კატასტროფის ბრიგადამ ფეხმძე ქალი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. გოგონას, რომელსაც კორონას ყველა სიმპტომი ჰქონდა, „კოვიდ 19“–ის დიაგნოზი ბოლნისის საავადმყოფოში სწრაფი ტესტით დაუსვეს და სასწრაფოდ მისი თბილისში გადმოყვანა გადაწყდა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 25 კვირის ორსულია. ის ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში ცხოვრობს. „მთავარმა არხმა“ დაადგინა, რომ ინფიცირებული გოგონა იმ 62 წლის ქალის დის შვილისშვილია, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ დაავადებით ინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა. ახლა უნდა დაადგინონ, გოგონა ბებიამ დააინფიცირა, თუ ის ის კორონავირუსით აზერბიჯანში დაავადდა, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და საქართველოს საზღვარი 15 მარტს გადმოკვეთა.

ეპიდემიოლოგებმა უკვე დაიწყეს იმ პირების ძებნა, ვისთანაც ორსულ ქალს შეხება ჰქონდა. „მთავარმა არხმა“ გაარკვია, რომ მისი მეუღლე აზერბაიჯანში ცხოვრობს, გოგონა კი სახლში დედასთან და სხვა ნათესავებთან ერთად იზოლაციის გარეშე იმყოფებოდა და სოფელ ნახიდურში შეზღუდვების გარეშე გადაადგილდებოდა. ახლა ეპიდემიოლოგებმა ყველა ის ადამიანი უნდა შემოწმონ, ვისთანაც გოგონას პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ქონდა. 

მარნეულის კლასტერში „კოვიდ 19“–ით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 7–მდე გაიზარდა. განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ კი ორსული გოგონაა. ექიმები აცხადებენ, რომ უკვე აქვთ შემუშავებული მკურნალობის სპეციალური კურსი, რადგან ორსულობა კოვიდ 19–ის შემთხვევაში დამატებითი ბარიერია. ყველა მედიკამენტს ორსულებს ვერ უნიშნავეს, მთავარ სამკურნალო პრეპარატ პლაქველინს კი ორსულებისთის გვერდითი ჩვენებბი აქვს.

ახალგაზრდა გოგონა ბოლნისიდან პირველი ორსულია, რომელიც საქართველოში კოვიდ 19–ით დაინფიცირდა. ექიმები ამბობენ, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს, რადგან დადგენილია, რომ ვირუსი ნაყოფზე არ გადადის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი