M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს უსასყიდლოდ ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინაცია –კახი კალაძე

გამოქვეყნდა:

 M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც რისკ ჯგუფები, გრიპზე უფასოდ აიცრებიან – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 ვაქცინაცია მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსების მძღოლებს შეეხებათ, რადგან – M1 კატეგორიის ტაქსი, არის თეთრი ფერის ტაქსი, რომელიც გამოძახების სერვისით არ მუშაობს.

"საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბრძანებით განისაზღვრა ძალიან კარგი აქცია, ტაქსის მძღოლების, როგორც რისკ და სპეციფიკური პრიორიტეტული ჯგუფების იმუნიზაცია. M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, უსასყიდლოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინაცია, ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება კომუნიკაცია თითოეულ მათანთან, როგორც ვიცი უკვე დაგზავნილია sms – შეტყობინებები, თუ სად უნდა შეძლონ მისვლა და სად უნდა მოხდეს მათი ვაქცინით უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აქცია, რომლის ფარგლებშიც მათ არანაირი გადასახადის გადახდა არ მოუწევთ." – თქვა თბილისის მერმა კახი კალაძემ.

 შეგახსენებთ, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 24 დეკემბრიდან არ აღდგება, შესაბამისად მოქალაქეებისთვის, რომელთაც საკუთარი ავტომობილები არ გააჩნიათ, ტაქსი ერთადერთი გადაადგილების საშუალებაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი