მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 24 დეკემბრიდან არ აღდგება

გამოქვეყნდა:

ინფრასქტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, მუნიციპალურ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვები არ შემსუბუქდება. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

"ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპროტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში, მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ არ იფუნქციონირებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, ასევე, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვეა მთელი ქვეყნის მასშტაბით", - თქვა მაია ცქიტიშვილმა. 

მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, 24 დეკმებრიდან 22 იანვირს ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდება იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს თავიდან დაგაეგმილი იყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი