სალომე ზურაბიშვილი კავკასიის პლატფორმის შესახებ ერდოღანის ინიციატივას მიესალმა, დასავლეთის რეაქცია კი კრიტიკულია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავარსარდალი ქვეყანას ახალ საერთაშორისო სკანდალში ხვევს: ის მზადაა, ყოველგვარი წინასწარი ანალიზის გარეშე შეუერთდეს თურქეთის პრეზიდენტის ახალ ინიციატივას კავკასიის პლატფორმის შესახებ. 

ეს პლატფორმა ახალ გეოპლიტიკურ გადანაწილებას გულსიხმობს თურქეთის, ირანის, რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით და ეს ყველაფერი დასავლეთისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარეშე. 

ამერიკელმა გენერალმა ბენ ჰოჯესმა დაწერა, რომ ეს იყო დიდი შეცდომა და რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რა არის სუვერენული ინტერესები.

იან კელიმ საქართველოს პრეზიდენტის ვიდეომიმართვა გააზიარა და დაწერა, რომ მისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ მიესალმება საქართველო იმ ქვეყნის ინიციატივას, რომელმაც ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. 

ამ "მშვიდობის დაბრუნებას" რუსეთის ჯარები ახორციელებენ. რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის რეალიზაცია, როცა ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს უნდა მიეცეთ ხმა თქვენს რეგიონალურ საქმეებში, - წერს იან კელი. 

თურქეთის პრეზიდენტმა ზემოთხსენებული ინიციატივა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ გაახმოვანა. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობა, სადაც არ არიან ჩართული აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და ჩვენი პარტნიორები, წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და "ოცნებას" მოუწოდებენ, გაიაზრონ ამ ნაბიჯისგან მოსალოდნელი ზიანი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი