ჩვენთან იყვნენ 3 კვირის წინ - ჩარკვიანი "ოცნების" მხრიდან მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება ოპოზიციის პარლამენტში შეტყუებას ზეწოლით მუქარითა და მოსყიდვით ცდილობს. "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერებს ჯერ ოჯახის წევრებისა და ნათესავების ბიზნესის განადგურებით ემუქრებიან, ხოლო თუ პარლამენტში შევლენ - კეთილდღეობით.   

თაკო ჩარკვიანი არ აკონკრეტებს ვინ ცდილობდა უშუალოდ მის მოსყიდვას, თუმცა მიანიშნებს, რომ ამ ყველაფერს უკვე მასიური ხასიათი აქვს.

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ დაახლოებით 3 კვირის წინ, მას და მის მეუღლეს სახლში მიაკითხეს. ჩარკვიანი საჭიროების შემთხვევაში სახელებსა და გვარებსაც ღიად იტყვის:

ვისთან ლიდერები, ლიდერებთან ძალიან დაახლოებული პირები და ვისთან, შუამავლები. ვის რა წონას ადებენ ქართულ პოლიტიკაშ, იმის მიხედვით ესაუბრებიან...ჩვენთან იყვნენ 3 კვირის წინ. რამდენადაც ვიცი ვიღაცეებთანაც იყო საუბარი, 1 კვირის წინ ალბათ - ამბობს ჩარკვიანი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მასთან არავინ მისულა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ოცნება ამ მეთოდებს არ მოერიდება.

თაკო ჩარკვიანის ხმაურიან განცხადებას მმართველი გუნდის ახალწვეულები ეხმაურებიან. ისინი ჩარკვიანის განცხადებამ გაამხიარულა.

განსხვავებული იყო დავით სერგეენკოს კომენტარი - მე არამგონია, რმ რეალურად ასე მომხდარიყოს - ამბობს სერგეენკო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი