
ერთპარტიული პარლამენტი ახალ მთავრობას დღეს, 24 დეკემბერს ოფიციალურად დაამტკიცებს. პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიროგი გახარიას მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის უცვლელი წევრები სასესიო დარბაზში "ქართულ ოცნებასთან" ერთად მარტო იქნებიან.
შესაკრებთა გადანცვლებით ჯამი არ იცვლება, შესაბამისაც ხელისუფლების ოპონენტებიც აცხადებენ, რომ
"ქართული ოცნების" პირობებში მთავრობის ნებისმიერი შემადგენლობა მხოლოდ ფორმალური იქნება, რადგან ყველას ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი მართავს.
"ვინ იქნება ხელისუფლებაში და მთავრობაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას არ აქვს, იმიტომ რომ ყველაფრის განმკარგავი არის ერთი ადამიანი. მათ შორის პრემიერმინისტრიც ნომინლური ფიქგურაა როცა ძალოვანი მინისტრები პირდაპირ ივანიშვილს ემორჩილებინა, ამიტომ არაფერი არ შეცვლილია და ვერც შეიცვლება ქართული ოცნების პირობებში", - ამბობს ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების საბოტაჟს ცდილობს და პარლამენტი ლეგიტიმურია.