სირცხვილის კორიდორი და პერფომანსი - მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება აქციის ფონზე ჩაივლის

გამოქვეყნდა:

უცვლელი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცესი ხმაურის ფონზე ჩაივლის. სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან "სირცხვილის კორიდორს" მოაწყობენ და პერფომანსს გამართავენ. 

აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი მაქსიმალურ დისკომფორტს შეუქმნიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლის დროს და მათ კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ საზოგადოება დიქტატორულ მმართველობას არასდროს შეეგუება.

"ეს არის ჩვეულებრივი ფარსი, ერთი, რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას და ეს არის მოპარული არჩევნების შედეგად შეყრილი, ბიძინა ივანიშვილის პირადი სამსახური. ჩვენ ამ ადამიანებს, როგორც სხვა წინა დღეებში, შევუქმნით დისკომფორტს შესვლასთან დაკავშირებით", - ამბობს აქტივისტი, გიორგი მუმლაძე 

ერპარტიული პარლამენტი ხელისუფლებას დღეს ოფიციალურად დაამტკიცებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი