"ქართული ოცნება" ერთპარტიულ პარლამენტში დღეს ძველ, ახალ მთავრობას ამტკიცებს

გამოქვეყნდა:

დღეს, 24 დეკემბერს ამ დრომდე ერთპარტიული პარლამენტი მთავრობას დაამტკიცებს. "ქართული ოცნების" წევრები ადგილზე პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას ელოდებიან, მინისტრთა სრული შემადგენლობა კი საკანონმდებლო ორგანოში უკვე მივიდა. "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" ასეთია გიორგი გახარიას 47-გვერდიანი პროგრამა, ერთადერთი ახალი, თუმცა მაინც ძველი სახელ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი - გოჩა ლორთქიფანიძეა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენმა მთავრობამ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ღირსეულად გაართვა თავი იმ კრიზისულ სიტუაციებს, ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, განათლება, კონტაქტები, მედიასთან ურთიერთობის შესანიშნავი უნარი, ჩემი აზრით იმსახურებს, რომ დღეს ისევ გამოვუცადოთ ნდობა და იყოს მთავრობის სათავეში", - თქვა დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა პაპაუაშვილი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები ამ მთავრობის შემადგენლობით მოიგო და მას არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ მოსახელობის ნდობაც აქვს. 

"არ აქვს მნიშვნელობა რა გვარია ესა თუ ის მინისტრი, მნიშვნელოვანია როგორ ვითარდება ესა თუ ის დარგი, ახლა ამ ჩემ პოზიციას დაემატა საომარი მდგომარეობა რაც გვაქვს პანდემიასთან მიმართებაში, ბრძოლა უხილავ მტერთან. სამთავრობო გუნდმა, პერმიერმინისტრმა და პარტიამ გადაწყვიტა, რომ ახლა, ამ ეტაპზე, არ იქნებოდა სწორი ცვლილებების განხორციელება, რადგან ის მიმდინარე პროცესები საჭიროებს უწყვეტ მართვას", - ამბობს დავით სერგეენკო.

"ქართულმა ოცნებამ" სამთავრობო პროგრამის მოსმენა უკვე დაიწყო. 

ოპოზიციისთვის ის ფაქტი, რომ ახალი მთავრობა ისევ ძველი სახეებით იქნება დამტკიცებული ნიშნავს იმას, რომ რეალურად ეს უბრალოდ ფორმალობაა და მთავარი მმართველი ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი