ენმ-ის თავმჯდომარის საარჩევნო კენჭისყრა ხვალ სრულდება

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ერთი დღე რჩება. კენჭისყრის პროცესი Facebook-ის საშუალებით მიმდინარეობს და პარტიის მომხრეები არჩევანს ორ კანდიდატს, ნიკა მელიასა და ლევან ვარშალომიძეს შორის აკეთებენ. 

  • ნიკა მელია - 11 085 ხმა 
  • ლევან ვარშალომიძე - 5 833 ხმა 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ბოტებისა და ტროლების მხრიდან სისტემაში შეღწევის მცდელობა იყო, თუმცა, კენჭისყრის პროცესი კონტროლდება. 

"რა თქმა უნდა, ამუშავდნენ სახელისუფლებო ტროლები და ბოტები და ჰქონდათ მცდელობა, რომ დისონანსი შემოეტანათ ხმის მიცემის პროცესში, თუმცა, აქტიურად მიმდინარეობს გაფილტვრის პროცესი", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა 

შეგახსენებთ, რომ თავმჯდომარის არჩევის პროცესი ოთხი დღეა მიმდინარეობს და ხვალ, 25 დეკემბერს, 21 საათზე დასრულდება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი