ერთპარტიულულ პარლამენტში, რომელმაც დღეს მთავრობა უნდა დაამტკიცოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გიროგი გახარია სიტყვით უკვე გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტები საკანონმდებლო ორგანოში შესვლამდე ეკითხებოდნენ, კომფორტულია თუ არა, რომ მთავრობას ერთპარტიული პარლამენტი ამტკიცებს, მისი პასუხია, რომ არა.
"საგულისხმო შემთხვევა იყო, როდესაც შემოვდიოდით, ჟურნალისტებს ასეთი კითხვა ჰქონდათ, კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს, როდესაც პარლამენტი არის ერთპარტიული და სხდომათა დარბაზში არ არის ოპოზიცია, ან როდესაც მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი. რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის, მაინც მომიწევს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა - რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის. შემიძლია, ავხსნა რატომ - არ არის იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში. ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში", - თქვა გიორგი გახარიამ.
გახარიას მტკიცებით, მის გუნდს შინაარსობრივი დისკუსიის და საუბრის არასდროს შეშინებია და ერთპაერტიული პარლამენტი მოქალაქეებისთვისაც არ არის კომფორტული.
"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში სამთავრობო პროგრამის მოსმენა უკვე დაიწყო. დღეს პარტია ძველ, ახალ მთავრობას დაამტკიცებს.