"ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა სამთავრობო პროგრამის წარგდენის შემდეგ პარლამენტში მისულ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას ჰკითხა რა უნდა იყოს განათლების მისია? როგორი პიროვნების აღზრდა გვსურს.
"მაინტერესებს თქვენი მოსაზრება და ზოგადად განათლების რეფორმასთან დაკაშვირებით და ჩვენი ქვეყნის გამოწვევებიდან გამომდიანრე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს განათლების მისია? როგორი პიროვნების აღზრდა გვსურს ჩვენ, რათა მთლიანად განათლების რეფორმის შედეგად მივიღოთ ის, რაც გვსურს. რაც ალბათ, მნიშვნელოვანია, აი ეს მაინტერესებს", - იკითხა გიორგი ამილახვარმა.
დეპუტატი, ასევე, დაინტერესდა ხომ არ ფიქრობს მთავრობა განათლების ექსპორტთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის გაკეთებაზე. მისი აზრით, უცხოეთიდან საკმაოდ დიდია ინტერესი და მოთხოვნა, რომ სტუდენტება განათლება საქართვლო მიიღონ.