
"გაუგზავნე ემოცია პოლიტპატიმრებს" - პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები მივიდნენ. აქციაზე იმყოფებიან დაკავებული გიორგი რურუას, ახლახან გათავისუფლებული აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის მეუღლეები, ასევე ნატალია ილიჩოვას ახლობლები.
აქციაზე მივიდნენ ასევე პოლიტიკოსები ოპოზიციური პარტიებიდან. აქცია პარლამენტის მთავარ შესასვლელთან მიმდინარეობს. ორგანიზატორთა თქმით, ისინი არა დადებითი ემოციის, არამედ გულწრფელი ემოციის გაგზავნას ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყველასთვის ნათელია, რა მეთოდებით მოქმედებს ოლიგარქი. მათივე თქმით, გიორგი რურუა იმიტომ კი არაა ციხეში, რომ დანაშაული ჩაიდინა, არამედ იმიტომ, რომ უდანაშაულოა, მაგრამ "მთავარი არხის" დამფუძნებელთა შორისაა.
ავტორი: დეა მამისეიშვილი