აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავი არ ამოუწურია, მასზე უარის თქმა არასწორი მგონია - გახარია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის კითხვას, რა სარგებელი მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს და ხომ არ ამოწურა მან თავისი თავი, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ არა.

"სარგებელი მოაქვს თუ არ მოაქვს, ეს ცოტა ისეთი საკითხია, მაგრამ თავისი თავი არ ამოუწურია, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ორმხრივი არხი, პირველ რიგში ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად, ეს არხი სულაც ცალმხრივი რომ იყოს, ამ არხზე უარის თქმა, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი", - თქვა გიორგი გახარიამ. 

აბაშიძე-კარასინის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2012 წელს შეიქმნა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი