თუ ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, მოგვიწევს ისევ შევზღუდოთ-მაჭავარიანი შეზღუდვებზე

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი მოლების გახსნას ეხმაურება და ამბობს, რომ წესების დაცვის შემთხვევაში ინფიცირების მინიმალური ზრდა იქნება, ხოლო თუ წესებს არ დავიცავთ - მაქსიმალური:

ერთკვირიანი სუნთქვის საშუალებას ვაძლევთ ბიზნესს. გამოიწვევს თუ არა ეს ვირუსის ხელახლა ზრდას, მაღალი შანსია, რომ გამოიწვიოს, მაგრამ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული. ის სფეროები გავხსენით, იქ თუ ყველამ დაიცვა წესი, პრაქტიკულად მინიმალური ზრდა შეიძლება იყოს. თუ წესებს არ დავიცავთ, ისევ აღვირახსნილი მიმოსვლა წავიდა, რასაკვირველია ისევ ავარდება რიცხვები და სამწუხაროდ, მოგვიწევს ისევ შევზღუდოთ“ - ამბობს მაჭავარიანი

სავაჭრო მოლები 1 კვირით - 2 იანვრამდე დღეს გაიხსნა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი