გიორგი გახარიას შენიშვნა და მიმართვა სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს. პრემიერმინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ღვინის მწარმოებელი ზოგიერთი კომპანია, მოგების გამო დიდ ზიანს აყენებს ქართული ღვინის რეპუტაციას.
გახარია ლევან დავითაშვილს მოუწოდებს, ჰქონდეს რეაგირება და ამ მიმართულებით იყოს მკაცრი
ეს უნდა გააცნობიერონ როგორც სამინისტრომ, ისე ღვინის თითოეულმა მწარმოებელმა, რომელთაგან ზოგიერთი, სამწუხაროდ, მოგების გამო უკიდურესად დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის, ქართული ღვინის რეპუტაციას და წყალში გვიყრის იმ მილიონებს, რომელსაც ამ რეპუტაციის შესაქმნელად ვხარჯავთ. ბატონ ლევან დავითაშვილს მოვუწოდებ, ამ მიმართულებით იყოს უაღრესად მკაცრი, რადგან საუბარია ქვეყნის რეპუტაციაზე“- მიმართა გახარიამ დავითაშვილს საპარლამენტო ტრიბუნიდან
ერთპარტიულ საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას უსმენენ.
მთავრობას დღესვე დაამტკიცებენ.