ვაზიანის ბაზიდან გაუჩინარებული და ნაპოვნი კაპრალის საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს

გამოქვეყნდა:

კაპრალ თეიმურაზ გიუნაშვილის საქმეს სამხედრო პოლიცია გამოიძიებს. მის მიმართ საქმე სამხედრო ნაწილის თვითნებურად, 2 დღე-ღამეზე მეტი დროით მიტოვების მუხლით აღიძრა. 

კაპრალს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მან მობილური ტელეფონი ბაზაზე დატოვა და წავიდა, ამასთან, შსს-ს მიერ დღეს, ჯარისკაცის პოვნის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიუნაშვილმა კონტრაქტით გათვალისწინებული, დათხოვნის უფლება გამოიყენა. ის შსს-მ სასტუმროში იპოვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი