
თეა წულუკიანმა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს მეცენატი უწოდა. განცხადება განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტში გააკეთა და თქვა, რომ ივანიშვილების ოჯახმა მილიარდები ჩადო განათლების სფეროში.
წულუკიანი ამბობს, რომ "ტრენდი" გახდა მადლობის თქმა იყოს სირცხვილი.
დღეს თუ ჩვენ გვყავს დიდი ქართველი მეცენატები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. თუკი მათ ახსენებ და იტყვი მადლობას, მავანს სურს დაამკვიდროს მავნებლური ტრენდი რომ ეს საერთოდ რა არის და სირცხვილიც უნდა იყოს მადლობის თქმა....სწორედ ის არის და მისი ოჯახი ყველაზე დიდი თანამედროვეობის ქართველი მეცენატი" ამბობს წულუკიანი.
ერთპარტიული პარლამენტი დღეს ივანიშვილის მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება. კენჭისყრა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.