ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა პოსტბრექსიტულ სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს, რითიც დასრულდა უთანხმოება მხარეების სამომავლო ბიზნეს საქმიანობასა და თევზაობის უფლებებთან დაკავშირებით. თევზაობა მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის, რადგან ბრიტანეთის წყლებში 60% ტვირთწარმოებისა ტონებში უცხოური გემებიდანაა.
შეთანხმების გაფორმებაზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ "ბრიტანეთმა უკან დაიბრუნა ფული, საზღვრები, კანონები, ვაჭრობა და წყლები თევზაობისთვის".
ევროკავშირის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა კი შეთანხმება შეაფასა, როგორც "სამართლიანი და დაბალანსებული".
"ეს იყო გრძელი გზა, მაგრამ ჩვენ კარგი შეთანხმება მივიღეთ. ეს არის სამართლიანი, დაბალანსებული გარიგება და ეს არის სწორი, საპასუხისმგებლო საქმე ორივე მხარისთვის. დროა, ეს ეტაპი გვერდზე გადავდოთ და მომავლისკენ გავიხედოთ. დიდი ბრიტანეთი ჩვენს სანდო პარტნიორად რჩება", - თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
მისივე თქმით, თევზჭერის ინდუსტრიისთვის ხუთწლინახევრიანი გარდამავალი პერიოდი იქნება.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 იანვარს დატოვა, თუმცა, ქვეყანაში წლის ბოლომდე ევროკავშირის სავაჭრო წესები იმოქმედებს. მხარეები მოლაპარაკებებს მარტის შემდეგ აწარმოებდნენ, "გარდამავალი პერიოდი" დიდ ბრიტანეთში 31 დეკემბერს დასრულდება.