ქვეყანამ სამუდამოდ უნდა დაივიწყოს როგორ კეთდება პოლიტიკა ქუჩაში – გახარია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის მიერ, რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის მეთაურად დამტკიცებულმა გიორგი გახარიამ, კენჭისყრის შემდეგ თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაივიწყონ, როგორ კეთდება პოლიტიკა ქუჩაში. 

"საქართველოს 2-მა მილიონმა მოქალაქემ ხმა მისცა იმას, რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს და წყდებოდეს პარლამენტში და არა ქუჩაში და ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე დაივიწყა, როგორ კეთდება პოლიტიკა ქუჩაში. რაც უფრო ნაკლებ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ოპოზიცია, მით უფრო მკაცრ შეფასებას მისცემს ამას ამომრჩეველი შემდეგ არჩევნებზე", - თქვა გიორგი გახარიამ.

გახარიამ ასევე თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მას ოპოზიციის თმენის ვალდებულება დააკისრეს, ოპოზიციას კი პირიქით - გახარიას თმენის ვალდებულება აკისრია.

85 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – ერთპარტიულმა პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი