გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე თანამდებობიდან გადააყენეს. ნიჟარაძეს უფლებამოსილება სამეურვეო საბჭომ შეუჩერა.
როგორც "მთავარს" ISFED-ში უთხრეს დეტალებზე ხვალ, პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.
შეგახსენებთ "სამართლიანი არჩევნები" სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ 1 თვეში განაცხადა, რომ ალტერნატიული დათვლის ალგორითმში შიდა აუდიტმა ხარვეზი აღმოაჩინა და არჩევნებზე, პარტიების მიერ მიღებული მონაცემები შეცვალა.
"სამართლიანი არჩევნების" ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან.
შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.