გამოვლინდა ხარვეზი - ISFED-მა ხმების პარალელური დათვლის შედეგები შეცვალა

გამოქვეყნდა:

„სამართლიანი არჩევნები“ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა, რამაც ხარვეზები გამოავლინა.

განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე  მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა;

შეიცვალა სხვა პარტიების შედეგებიც. პირველადი შედეგებით, ნაციონალურ მოძრაობას - 26.4% ჰქონდა, ახლა კი - 27.4% აქვს;

ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია-ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის - პირველადი მონაცემებით - 3.7%, შესწორებულით - 3.8%

ჩასწორებული მონაცემები ვრცლად;

1 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემები; 

შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. 

ორგანიზაციის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიმდინარეობს ხარვეზის გამომწვევი მიზეზების მოკვლევა, რომელშიც ასევე ჩართულია “სამართლიანი არჩევნების” გამგეობა.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდა კომპლექსურ დაკვირვებას მთელ საარჩევნო პროცესზე.  მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ქართული ოცნება" სამართლიან არჩევნებს პარალელური დათვლის შედეგებს სთხოვდა და  ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვლას ითხოვდა

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი