მინიმუმ 3–4 პარტია თებერვალში იქნება პარლამენტში, ყველაფერს ვაკეთებთ – კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე, ამტკიცებს რომ თებერვალში პარლამენტში მინიმუმ 3–4 პარტია შევა და ამისთვის "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, მათ შორის მართავს დახურული ფორმატის მოლაპარაკებებსაც

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მრავალპარტიული სპექტრი ჩამოყალიბდეს პარლამენტში, ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, რა და როგორ ახლა მე ვერ ვისაუბრებ ღიად, მაგრამ ამისთვის ჩვენი მხრიდან კეთდება ყველაფერი, მათ შორის, როგორც ოფიციალურ ღია ფორმატში, ისე შეიძლება დახურულ ფორმატშიც კეთდებოდეს ეს, მინიმუმ 3–4 პარტია უკვე თებერვალში იქნება წარმოდგენილი პარლამენტში" – ამბობს ერთპარტიული პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, ირაკლი კობახიძეს კი ისინი ძალიან დააკლდა – ძალიან დაგვაკლდა... -კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან სრულიად ოპოზიციას დასცინა და ჩამოთვალა, რა დააკლდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი