სახელობითი წერილები "ოცნების" დეპუტატებს - აქტივისტები ახალ წელს შეცდომების შეხსენებით ულოცავენ

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ახალ წელს სახელობითი წერილებით ულოცავენ, რომელშიც მათ 2020 წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს ახსენებენ. 

"მე მყავს კახაბერ კუჭავა, დეპუტატი, რომელიც გამოიყურებოდა შედარებით საღად დიდი ხნის განმავლობაში მაგრამ არაერთმა კრიზისმა ის აქცია ჩვეულებრივ მორჩილად ამ სისტემის. ამიტომ მე გულის ტკივილით გადაწვყვიტე, რომ მას ამ ფორმით მივულოცო ეს "მიღწევა" - რომ ქართულმა ოცნება პარლამენტში ჩამოიყვანა გავრილოვი", - ამბობს ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი.

აქტივისტებმა პარლამენტარებს ისეთი მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებზეც შეახსენეს, როგორც ლგბტ თემია.

"ქალბატონ თეას, მე როგორც ტრანსგენდერი ადამიანების წარმომადგენელი სასამართლოსში, ვულოცავ ქალბატონ თეას, რომ მან იუსტიციის მინისტრობის პერიოდში არ მოისურვა ამ ადამიანების პირადობაში გენდერის აღმნიშვნელი ჩანაწერის შეცვლის დამარეგულირებელი კანონ ქვემდებარე აქტის მიღება და ვუსურვებ მას, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით შეიტანს ცვლილებას სამოქალაქო აქტების შესახებ", - ამბობს ნინო ბოლქვაძე, სამოქალაქო აქტივისტი. 

ეთიკის კოდექსის დარღვევა მიულოცეს ელისო ბოლქვაძესაც, რომელმაც გაჭირვებულ, უსახლკარო ადამიანებს ომის არ არსებობის შესახებ მიუთითა და უთხრა, რომ ამით კმაყოფილები უნდა იყვნენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი